
ჯგუფის ლიდერი Adam “Nergal” Darski გდანსკის (პოლონეთი) საავადმყოფოში მოხვდა, ჯერ–ჯერობით არ ხმაურდება თუ რის გამო მოუხდა პოპულარული მეტალ ჯგუფის ლიდერს საავადმყოფოში დაწოლა, თუმცა როგორც მისი მენეჯერი Jaroslaw Burdek აცხადებს მომღერალი უკვე რამდენიმე დღეა რაც ავადაა და მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება.
ნერგალის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე ისიც მოწმობს რომ სულ რამდენიმე დღის წინ ჯგუფი იძულებული გახდა ჩაეშალა მათი გამოსვლა ფინეთში დაგეგმილ მეტალ ფესტზე Sonisphere 2010.





